იური ლუჟკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საავადმყოფოდან გაწერეს. მას რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება დაუდგინდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.
იური ლუჟკოვი საავადმყოფოში 23 დეკემბერს მიიყვანეს. როგორც ყოფილმა მერმა განაცხადა, „ერთი ფილტვი რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფის შედეგად დაუზიანდა და ახლა ვირუსმა სწორედ ამ ფილტვზე გართულება მისცა”. „ალბათ სუსტი ადგილი იპოვა ამ უცნაურმა ვირუსმა“ – განაცხადა ლუჟკოვმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მან კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, 80 წლის იური ლუჟკოვმა ამას „ბოდვა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები