თურქეთში ოპოზიციური გაზეთის კაფეს მენეჯერი დააპატიმრეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ოპოზიციური გაზეთის “Cumhuriyet”-ის კაფეს მენეჯერი დააპატიმრეს. პრეზიდენტის შეურაცხყოფა, თურქეთის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, კაფეს მენეჯერმა, სენოლ ბიურანმა პოლიციის თანამშრომელთან საუბარში ერდოღანი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და დაამატა, რომ თუ ის მის კაფეში მივა, „ჩაის არ დაალევინებს“. ამასთანავე, დაკავებულის ადვოკატმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კაფეს მენეჯერმა ნამდვილად თქვა, რომ ერდოღანს ჩაის არ მიართმევს, მაგრამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით პრეზიდენტი არ მოუხსენიებია.
ცნობისთვის, 10 წლის განმავლობაში, რაც  რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მისმა იურისტებმა შეურაცხყოფისთვის სასამართლოში 1800 სარჩელი შეიტანეს.
ბრალდებულთა შორის მოხვდნენ კულტურის მოღვაწეები, მოსწავლეები და ყოფილი   „მის თურქეთიც“ კი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები