მამაკაცმა, რომელმაც მოსკოვში მძევლად ქალი აიყვანა, თავი მოიკლა

მამაკაცმა, რომელმაც მოსკოვში გვიან ღამით სამი პოლიციელი დაჭრა და ქალი მძევლად აიყვანა, თავი მოიკლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის განყოფილების წარმომადგენელმა, იულია ივანოვამ განუცხადა.
მისი თქმით, მძევალი გათავისუფლებულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი მოსკოვის დასავლეთ ნაწილში მოხდა. რუსეთის შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნა, როდესაც ისინი მის გაჩხრეკას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიმალა და მძევალი აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები