რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ანდრეი კარლოვის შემცვლელი შეარჩია

მოსკოვმა ანკარაში მოკლულ ელჩს, ანდრეი კარლოვს შემცვლელი შეურჩია. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება. ეს, შესაძლოა, მიხეილ ბაბიჩი იყოს, რომლის დანიშვნასაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ცდილობდა. თავის მხრივ, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
დოჟდის“ ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულში მოსკოვს სურდა ბაბიჩის დანიშვნა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე, მიხეილ ზურაბოვის ნაცვლად, მაგრამ კიევიდან უარი მიიღო. კიევმა უარი იმით ახსნა, რომ ბაბიჩი რუსეთთან ყირიმის ანექსიის პროცესში მოანწილეობდა, მას დიპლომატიური გამოცდილება არ გააჩნია და მისი მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში მოხვდა.
ცნობისთვის, რუსეთის ელჩი თურქეთში, ანკარაში, 19 დეკემბრის საღამოს, ფოტოგამოფენაზე მოკლეს. მისი მკვლელი  22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაში მოგვიანებით სპეცრაზმმა გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები