ფეისბუქში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის კამბოჯაში ოპოზიციის ლიდერს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კამბოჯაში ოპოზიციის ლიდერს, სემ რეინსის ფეისბუქში გავრცელებული ყალბი პოსტისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ, რეინსმა დაწერა, რომ კამბოჯის ხელისუფლება ვიეტნამთან საზღვრის გახსნას აპირებს. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
კამბოჯაში ამჟამად სახელისუფლო „სახალხო პარტიასა“ და ოპოზიციურ „ნაციონალური ხსნის პარტიას” შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს. „სახალხო პარტიის“ ლიდერი ჰუნ სენი ქვეყანას 30 წელზე მეტია მართავს, თუმცა 2013 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ხსნის პარტიამ” სერიოზულ წარმატებას მიაღწია და 123-ადგილიან პარლამენტში 55 მანდატი მოიპოვა,.
სემ რეინსის გარდა, ფეისბუქში ყალბი პუბლიკაციისთვის კიდევ ორ პირს მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა.
ცნობისთვის, კამბოჯას და ვიეტნამის საზღვარზე მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. კამბოჯა ვიეტნამს მისი ტერიტორიის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს. ასევე, კამბოჯას ტერიტორიული პრობლემები აქვს მეზობელ ტაილანდთანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები