დონალდ ტრამპმა გაეროს „ინტერესთა კლუბი“ უწოდა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას “ინტერესთა კლუბი” უწოდა, სადაც “ადამიანები იმისთვის იკრიბებიან, რომ კარგად გაატარონ დრო“. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც ტრამპმა ტვიტერში დაწერა, ის გაეროს დიდი შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციად მიიჩნევს, რომლის პოტენციალიც  გამოყენებული არ არის.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია გააკრიტიკა, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობას კრძალავს. ტრამპმა აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას დოკუმენტის დაბლოკვისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, რეზოლუციას 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ის მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები