დიდ ბრიტანეთში მსახიობი ლიზ სმიტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში, 95 წლის ასაკში, მსახიობი ლიზ სმიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ მსახიობის ახლობლებმა აცნობეს.
ლიზ სმიტი 1921 წელს დაიბადა. მან კინოში გადაღება 49 წლის ასაკში დაიწყო. ყველაზე ცნობილ კინოფილმებს შორის არის პიტერ გრინუეის „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და საყვარელი” და ტიმ ბარტონის „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“.
დიდ ბრიტანეთში ლიზ სმიტი ცნობილი იყო სერიალით „სამეფო ოჯახი”, რომელიც ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები