სააკაშვილს სიმამრმა ჰოლანდიაში ბინა აჩუქა

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს სიმამრმა ჰოლანდიაში ბინა აჩუქა. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია “Zik”-ს განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბინა მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლიურ ქალაქშია და სააკაშვილის განცხადებით, იქ ოჯახი იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვაგან წასასვლელი არ ექნება.
„როდესაც საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩემი ქონება დააყადაღეს. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ შეიძლება ერთ დღეს ქუჩაში გაგვაგდონ. რა უნდა ვქნათ? მაშინ სიმამრმა თქვა – „მაშინ ჰოლანდიაში ჩამოხვალთ“ – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიაში ბინის გარდა, სიმამრმა მას აგარაკიც აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები