დელიში ამერიკელი ტურისტის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში  ამერიკელი ტურისტი ქალის გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დაზარალებული აცხადებს, რომ ის დელის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდა, იქ  მას გიდი და კიდევ რამდენიმე მამაკაცი  დაესხა თავს და გააუპატიურა.
ინციდენტის შემდეგ, ქალი, რომლის სახელი არ საჯაროვდება, აშშ-ში წავიდა და იქიდან ინდოეთის პოლიციას საჩივარი გაუგზავნა. ახლა ის დელიში ჩვენების მისაცემად დაბრუნდა.
ინდოეთში სექსუალური ხასიათის დანაშაული საკმაოდ ხშირად ხდება და ის საზოგადოებრიობის აღშფოთებას იწვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები