შავ ზღვაში „ტუ-154“-ის „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს

Ministry of Emergency Situations employees prepare rescue boats at a pier just outside Sochi, Russia, Monday, Dec. 26, 2016. All 84 passengers and eight crew members on the Russian military's Tu-154 plane are believed to have died Sunday morning when it crashed two minutes after taking off from the southern Russian city of Sochi. (AP Photo/Viktor Klyushin)

მაშველებმა შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის, „ტუ-154“-ის “შავი ყუთი“ აღმოაჩინეს. ახლა მყვინთავებმა ის უნდა ამოიღონ და სპეციალისტებს გასაშიფრად გადასცენ.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, თვითმფრინავს კიდევ ორი „შავი ყუთი“ აქვს, რომლებიც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატასტროფის ადგილზე 12 ცხედარი და 160 ცხედრის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.
რუსული „ტუ-154″, რომელმაც შავ ზღვაში 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა, სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები