რუსმა მაშველებმა შავ ზღვაში ორი ცხედარი და თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

რუსმა მაშველებმა შავ ზღვაში ორი ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ცხედარი თვითმფრინავის კაპიტანს, მეორე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

რუსული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ასევე აღმოაჩინეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი ფრაგმენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავიალაინერი, რომლის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩავარდა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის, НТВ-სა და „ზვეზდას“ ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. თითმფრინავის მგზავრებს, კონცერტი სირიაში, რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. ამ დრომდე უკვე 13 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები