პუტინის მეგობარი მოსკოვში ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარი, „როსნეფტის“ სამმართველოს ხელმძღვანელი ოლეგ ეროვინკინი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 61 წლის ეროვინკინის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა გახდა. ეროვინკინი 2008-2912 წლებში მაშინდელი ვიცე-პრემიერის იგორ სეჩინის სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვაში შედიოდა. გამოცემა Life-ის ინფორმაციით, ეროვინკინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერალი იყო და უშიშროების სტრუქტურაში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები