უგანდაში ფეხბურთის გუნდი და გულშემატკივრები ტბაში დაიხრჩვნენ
სულ მცირე 30 ადამიანი დაიხრჩო უგანდაში, ალბერტის ტბაში, სადაც კატარღა ამობრუნდა, რომელსაც ფეხბურთის გუნდი და მისი გულშემატკივრები გადაჰყავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მთლიანად კატარღაზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. კატარღის ჩაძირვის მიზეზი ზედმეტი წინა გახდა.
ცნობისთვის აფრიკის ტბებზე მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება, ვინაიდან იქ კატარღები და ნავები ხშირად არის გადატვირთული და უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ აკმაყოფილებს.