მოსკოვის სარკინიგზო სადგურებში, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, ბომბი ვერ აღმოაჩინეს
მოსკოვის სამ სადგურში, სადაც დღეს განგაში გამოცხადდა და იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
განგაში იაროსლავლის, ლენინგრადის და ყაზანის სადგურებში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და იქ ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.
სააგენტო “ტასის” ცნობით, დაახლოებით ნახევარ საათში 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.