თურქეთში ერთ კვირაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 1600-ზე მეტი პირი დააკავეს

თურქეთში ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 1682 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle-ს თურქეთის შს სამინისტროში აცნობეს. სპეცოპერაცია თურქეთის სხვადასხვა რაიონებში ჩატარდა. ის ოპოზიციონერი ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩატარდა, რომელსაც აშშ თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები