მოლდავეთის პრეზიდენტის რეზიდენციიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

მოლდავეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა პრეზიდენტის რეზიდენციიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა. ეს ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომლებიც ორშაბათს ახალარჩეული პრეზიდენტის ბრიფინგზე მივიდნენ.
დოდონი პრორუს პოლიტიკოსად ითვლება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაუქმების საკითხზე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ასევე შეიცვალა პრეზიდენტის საიტიც, რომელიც სამ ენაზეა. თუ ადრე საიტი ინგლისურ, რუსულ და რუმინულ ენებზე იყო,. ახლა რუმინული ვებ-გვერდი მოლდავურენოვანმა ინტერნეტ-გვერდმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები