მყვინთავებმა შავ ზღვაში „ტუ-154“-ის ფიუზელაჟი იპოვეს

მყვინთავებმა შავ ზღვაში „ტუ-154“-ის ფიუზელაჟი იპოვეს, სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ის 27 მეტრის სიღრმეზე, ნაპირიდან 1,5 კილომეტრში იმყოფება.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტუ-154“-მა კატასტროფა სოჭის მახლობლად კვირას განიცადა. მის ბორტზე მყოფი 92 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა კვირას მხოლოდ 11 ცხედარი აღმოაჩინეს.
ავიაკატასტროფის ძირითად ვერსიებს შორის ლაინერის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები