სირიის ქალაქ ალ ბაბის 30 მკვიდრი, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ, ტერორისტების ნაღმებზე აფეთქდნენ

სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სირიის ქალაქ ალ-ბაბში, როდესაც ისინი დასახლებული პუნქტიდან გასვლას ცდილობდნენ. თურქული მედიის ცნობით, ეს ადამიანები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგებულ ნაღმებზე აფეთქდნენ.
ქალაქ ალ-ბაბს ამჟამად თურქეთის შეიარაღებული ძალები და “სირიის თავისუფალი არმის” წევრები უტევენ. ისინი დასახლებული პუნქტის აღებას ცდილობენ, რომელსაც რამდენიმე წელია “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, ქალაქის აღების და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის ოპერაცია მალე დასრულდება.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ 24 აგვისტოს დაიწყო. მისი მიზანია თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები