მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ევაკუაცია იაროსლავლის, ყაზანის და ლენინგრადის სადგურებში გამოცხადდა.
სააგენტო “ტასის“ ცნობით, სამართალდამცველები ანონიმურ ზარს ამოწმებენ, რომელმაც პოლიციას სადგურებში ბომბების შესახებ აცნობა.
ამჟამად კომსომოლსკის მოედანზე, სადაც სამივე სადგური მდებარეობს, პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით სადგურების შემოწმება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები