დაღესტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაღესტანში შაბათს ღამით მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
ტერორისტებმა პოლიციელებს ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს და შემდეგ მიიმალნენ. თავდასხმის შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა, ერთი პოლიციელი დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთანავე როგორც „ბოევიკები“ სოციალურ ქსელებში წერენ, პოლიციელებზე თავდასხმის დროს მათ ოთხი სამართალდამცველი მოკლეს.