ტრამპი ობამას ბრძანებულებების უდიდეს ნაწილს გააუქმებს – “მისი მემკვიდრეობა გასაბერი თოჯინასავითაა”

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბრძანებულებების 70%-ს გააუქმებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა და ტრამპის დაახლოებულმა პირმა ნიუტ გინგრიჩმა განუცხადა.
„ობამას მემკვიდრეობა გასაბერი თოჯინასავით არის, რომელიც იფუშება. მისი ბრძანებულებების 60 ან 70 პროცენტს დონალდ ტრამპი გააუქმებს“ – განაცხადა გინგრიჩმა.
ყოფილი სპიკერი დარწმუნებულია, რომ ტრამპი თავისი წინამორბედის იმ ბრძანებულებების გაუქმებასაც მოახერხებს, რომელთა გაუქმება კანონით შეუძლებელია, მისი თქმით, „ეს იურისტების საქმეა და შეუძლებლი არაფერია“.
„ობამა ამჟამად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტრამპის ლიბერალმა მოკავშირეებმა შეიძულონ „რესპუბლიკელები“ და კარგად იფიქრონ „დემოკრატებზე“ – აცხადებს გინგრიჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები