ისრაელის პრემიერი – ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუცია აშშ-ის ინიციატივით იყო მიღებული

ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით იყო მიღებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ “პირადად ბარაკ ობამამ შესაბამისი ფორმულირებები მოამზადა და მათი მიღება მოითხოვა”.
ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ტრადიციულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამა მას პირადად დაპირდა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. „მეგობრები ურთიერთობებს გაეროს უშიშროების საბჭოში არ უნდა არკვევდნენ“, – განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია 2334 მიიღო, რომელიც ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე ახალი დასახლებების მშენებლობას უკრძალავს. ისრაელში ამ რეზოლუციას სამარცხვინო უწოდეს და მის შესრულებაზე უარს აცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები