ანკარაში პროქურთული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პროქურთული „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი აისელ თუგლუქი დააკავეს, – ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ცნობისთვის, თურქეთში ჟურნალისტები და პროქურთული პარტიის წარმომადგენლები კვირასაც დააკავეს. დაკავებები სტამბოლსა და დიარბაქირის პროვინციაში განხორციელდა.
„დემოკრატიული პარტიის“ ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში პოლიციამ პარტიის ათასობით წევრი დააკავა. ციხეში იმყოფება პარლამენტის 12 დეპუტატიც, რომლებიც ასევე „დემოკრატიული პარტიის“ წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები