ტაივანში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ათასობით ადამიანმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების წინააღმდეგ აქციებში მიიღო მონაწილეობა. აქციები პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
მომიტინგეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, ვინაიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
ამჟამად ტაივანის პარლამენტის კომიტეტებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი განიხილება. საუბარია შესწორებებზე სამოქალქო კოდექსში.
ამ საკითხზე კენჭისყრა ტაივანის პარლამენტში მომავალი წლის თებერვლისთვის იგეგმება. ტაივანი, შესაძლოა, აზიის პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები