რა გახდა რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი – ადგილობრივი მედია მიზეზს ასახელებს

რუსეთის თვითმფრინავის „ტუ-154“-ის კატასტროფის ძირითადი ვერსია პილოტის შეცდომა და თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ მაქსიმ სოკოლოვზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, „ტერაქტის ვერსია ძირითადი არ არის“.
სოკოლოვი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, აეროპორტებში მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება არ იგეგემება.
რუსული „ტუ-154“, რომელმაც შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა, სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის მაშველებმა 11 ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები