ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ მაიკლის მენეჯერმა აცნობა.
53 წლის მუსიკოსი ოქსფორდშირის საგრაფოში საკუთარ სახლში კვირას საღამოს გარდაიცვალა.
თავისი კარიერის მანძილზე ჯორჯ მაიკლმა რამდენიმე მუსიკალური პრემია, მათ შორის MTV-ის 5 პრემია და გრემის სამი პრემია მიიღო. ბოლო წლებში მუსიკოსი რამდენიმე სკანდალში გაეხვა, ის ციხეშიც კი იჯდა, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა.
2011 წელს ჯორჯ მაიკლმა პნევმონიის მძიმე ფორმა გადაიტანა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები