გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი ააფეთქეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. იმ ადგილიდან, სადაც ბომბი იპოვეს, 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ბომბი ბრიტანულმა ავიაციამ ქალაქზე, სავარაუდოდ, 1944 წელს ჩამოაგდო. მისი წონა 1,8 ტონას შეადგენდა. ბომბის გაუვნებელყოფას ოთხი საათი დასჭირდა.
ავიაბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს. ბომბის აფეთქების წინ გერმანიის ქალაქში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები