მექსიკაში შობის დღეს 10-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

მექსიკის დასავლეთ ნაწილში 10-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მიჩოაკანის შტატში პოლიციამ ექვსი მოჭრილი თავი აღმოაჩინა, ხოლო მეორე შტატში იმავე დღეს შვიდი ადამიანი მოკლეს. ბოლო დროს ამ რეგიონში დაპირისპირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს.
პარალელურად ქალაქ ატოიაკ-დე-ალვარესში დამნაშავეებმა ორი ოჯახის წევრები მოკლეს. ისინი ამ ადამიანების სახლებში შევარდნენ და ოჯახის ყველა წევრი დახოცეს. დაღუპულთა შორის სამი პოლიციელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები