სოჭიდან მოსკოვში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები გადაასვენეს

სოჭიდან მოსკოვში 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა 10 ცხედარი გადაასვენეს. ცხედრების გარდა, მოსკოვში ჩამოვარდნილი ავიალაინერის 86 ფრაგმენტიც ჩაიტანეს.
მოსკოვში ცხედრების ამოცნობის პროცედურა, ასევე დნმ-ს ექსპერტიზა ჩატარდება.
რუსული „ტუ-154“, რომელმაც შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა, სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის მაშველებმა 11 ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები