ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჯორჯ მაიკლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ის ოქსფორდშირის საგრაფოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ეს ინფორმაცია ადგილობრივმა პოლიციამაც დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არანაირი საეჭვო ნივთი ნაპოვნი არ ყოფილა.
2011 წელს ჯორჯ მაიკლმა პნევმონიის მძიმე ფორმა გადაიტანა. მაშინ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც კი იყო მიერთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები