მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

ავიალაინერმა რომელიც, რეისს მოსკოვიდან დრეზდენის მიმართულებით ასრულებდა, მოსკოვის შერემეტიოვის აეროპორტში ავარიული დაშვება გაანხორციელა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავის აფრენიდან 20 წუთში, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავიალაინერის დაშვება განხორციელდა.

დღეს, სოჭთან, შავ ზღვაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც 92 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მუსიკოსები, ჟურნალისტები და სამხედრო პირები. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები