ვლადიმირ პუტინმა 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ”ტუ -154”-ის ჩამოვარდნის ადგილას ქალაქ სოჭთან, შავ ზღვაში სამაშველო სამსახურებმა 10 გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარის გამო ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. „ხვალ რუსეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება,“ – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს კომპენსაციას გადაუხდიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან, ადლერის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, 20 წუთში რადარებიდან გაქრა. ხომალდი, რომელსაც ადლერიდან სირიაში რუსი ჟურნალისტები და მუსიკოსები გადაჰყავდა, აფხაზეთის მონაკვეთთან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდა. ავიალაინერის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 83 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები