ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი „ნინა” უახლოვდება

epaselect epa04518569 Filipino residents run from strong waves brought by a typhoon at a coastal village in Legazpi city, Albay province, Philippines, 07 December 2014. Typhoon Hagupit knocked out power and flattened houses as it pummeled the eastern and central Philippines overnight, leaving millions of people in darkness amid heavy rains and howling winds, officials said. Communication was also cut off in some of the affected areas as Hagupit slammed into the coastal town of Dolores in Eastern Samar province on Saturday evening, toppling trees and ripping off rooftops. There were no early reports of casualties, but authorities said they were still gathering information on the ground. EPA/ZALRIAN Z. SAYAT

ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი „ნინა” უახლოვდება. ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღემატება. დაგეგმილია ევაკუაცია, თუმცა მოქალაქეების დიდ ნაწილს შობის დღესასწაულზე საცხოვრებელი სახლების დატოვება არ სურს.
მოსახლეობას აფრთხილებენ ორმეტრიანი ტალღების წარმოქმნის საშიშროების შესახებაც. სტიქია ემუქრება დედაქალაქსაც.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარის სიჩქარე ფილიპინების სანაპიროსთან მიახლოებისას, სავარაუდოდ, შემცირდება, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სანაპირო პროვინციების მუნიციპალიტეტებმა ქუჩებში განთავსებული სარეკლამო ბანერები მოხსნეს.
2013 წელს ტაიფუნმა „ჰაიანმა” 7 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები