მასშტაბური ევაკუაცია გერმანიაში – ქალაქ აუგსბურგის 54 ათასმა მცხოვრებმა საცხოვრებელი უნდა დატოვოს

გერმანიის სამხრეთით, ქალაქ აუგსბურგის 54 ათასმა მცხოვრებმა საცხოვრებელი სახლი უნდა დატოვოს. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ამის მიზეზი ქალაქის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული ბომბის აღმოჩენაა.
გამოცემის ცნობით, ეს არის  გერმანიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია მეორე მსოფლიოს შემდეგ. როგორც ცნობილია, 1,8 ტონიანი ბომბი ქალაქს 1944 წელს დაეცა, რის შედეგადაც ის თითქმის სრულიად განადგურდა.
ქალაქის მცხოვრებლებს სახლები დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათამდე უნდა დაეტოვებინათ.
გერმანიაში, მეორე მსოფლიოს დროინდელ ბომბებს ყოველ წელს პოულობენ, რომელთა გაუვნებელყოფა წარმატებით ხორციელდება. ამასთან, 2010 წელს, ძველი ბომბის გაუვნებელყოფის დროს სამი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები