რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ხელოვანები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას ქალაქ სოჭთან, შავ ზღვაში მაშველებმა ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ალექსანდ ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრ და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, მათ შორის პირველი არხის, „ენტევესა“ და „ზვეზდას“ გადამღები ჯგუფი. თვითმფრინავის მგზავრები სირიის ქალაქ ლატაკიაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საშობაო კონცერტის გასამართად და გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან, ადლერის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, 20 წუთში რადარებიდან გაქრა. ხომალდი, რომელსაც ადლერიდან სირიაში რუსი ჟურნალისტები და მუსიკოსები გადაჰყავდა, აფხაზეთის მონაკვეთთან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდა.
ავიალაინერის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 83 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები