თურქეთის შსს: რუსი დიპლომატის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი, მევლუთ მერთ ალთინთაში მარტო არ მოქმედებდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუს დიპლომატზე ტერორისტს თავდასხმა პირადი ინიციატივით არ განუხორციელებია. თურქეთის შს მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, ტერორისტული აქტის განხორციელება წინასწარ იყო დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენაზე მოკლეს. დიპლომატის მკვლელი მევლუთ მერთ ალთინთაში თურქეთის პოლიციაში მსახურობდა.
მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიის “განმათავისუფლებელმა არმიამ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები