რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა ”ტუ -154”, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა, თვითმფრინავში მუსიკოსები და ჟურნალისტები იყვნენ. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.
თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭში, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.