კათოლიკური სამყარო დღეს შობას აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო დღეს შობას აღნიშნავს.
რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა გვიან ღამით ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო.
ქადაგებისას რომის პაპმა მსოფლიოში ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა.
ფრანცისკემ ასევე, ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობენ, მიგრანტებზე, რომლებსაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ევროპამდე მისასვლელად, ასევე ადამიანებზე, რომლებიც ალეპოში თავდასხმას განიცდიან.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. წმინდა პეტრეს ტაძრის შესასვლელში მეტალოდეტექტორები დადგეს.
კათოლიკეების გარდა, დღეს შობას ზეიმობენ პროტესტანტები, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები