ბერლინის ტერაქტის საქმეზე სამი პირი დააკავეს

ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე ტუნისში 3 პირი, მათ შორის ანის ამრის ძმის შვილი დააკავეს. სწორედ ამრი იჯდა სატვირთო მანქანის საჭესთან, როდესაც ის საშობაო ბაზრობაზე შევარდა. დაკავებულთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა.
ტუნისის ხელისუფლება იუწყება, რომ ანის ამრის ძმის შვილმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი უკვე აღიარა. თავად ანის ამრი 23 დეკემბერს იტალიის ქალაქ მილანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები