ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ერთ-ერთი მთავარი ბაზა დაიკავეს

Nigeria's President Muhammadu Buhari presents the 2017 National Budget to the National Assembly in Abuja, Nigeria December 14, 2016. REUTERS/Stringer

ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში მოქმედი რადიკალური დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის“ ერთ-ერთი ძირითადი ბაზა დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ბაზა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ის ისლამისტების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო.  ნიგერიის ხელისუფლება ამ ფაქტს „დიდ გამარჯვებას“ უწოდებს.
ცნობისთვის, 7 წლის განმავლობაში „ბოკო ჰარამის“ მოქმედების შედეგად ნიგერიაში 15 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე თავისი საცხოვრებელი დატოვა. დაჯგუფება ნიგერიაში შარიათის კანონებზე დამყარებული საზოგადოების შექმნისთვის იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები