მარინ ლე პენი ევროკავშირიდან და ნატოდან საფრანგეთის გასვლის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ თავმჯდომარე მარინ ლე პენი ევროკავშირიდან და ნატოდან საფრანგეთის გასვლის ინიციატივით გამოდის.  მან ამ პროცესს სახელიც კი მოუგონა – Frexit,  ბრიტანული Brexit-ის მსგავსად. ასევე ის აცხადებს, რომ ქვეყანამ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროზონაც უნდა დატოვოს.
Frexit-ი ჩემი პოლიტიკის ნაწილი იქნება“ განაცხადა ლე პენმა ბერძნული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.  მისი თქმით, ადამიანებმა ბრიუსელის ტექნოკრატების მხრიდან შანტაჟს და მონობას თავი უნდა დააღწიონ და ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნონ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წელის მაისში გაიმართება. ლე პენი პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები