თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული 13 პირი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც სააგენტოს სამართალდამცველი უწყებიდან აცნობეს, კიდევ 20 პირის ძებნა მიმდინარეობს.
ოპერაცია სტამბოლში და თურქეთის 10 პროვინციაში, მათ შორის ანკარაში, ანტალიასა და დიარბაკირში ჩატარდა.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები