სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ 68 „ბოევიკი“ გაანადგურეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა თურქეთის ავიაციის დახმარებით ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 68 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერს“ თურქეთის შეიარაღებული ძალების შტაბში აცნობეს. ტერორისტები ქალაქ ალ ბაბის მახლობლად იყვნენ განადგურებულები.
ამჟამად თურქეთის შეიარაღებული ძალები და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქ ალ ბაბის დაკავებას ცდილობენ, რომელსც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
ცნობისთვის, თურქეთმა 4 თვის წინ ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ დაიწყო და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული ძალები გადაისროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები