აშშ-მ რუსეთის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის 20-მდე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს გადაწყვეტილება ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის  გამო იყო მიღებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სანქციები დაწესდება ასევე რუსული „ტემპბანკის“ ხელმძღვანელობის და სირიის რეჟიმის მინისტრების წინააღმდეგ.
კერძოდ, სიაში მოხვდა ცნობილი კონცერნის „ალმაზ ანტეის“ შვიდი შვილობილი საწარმო. რაც შეეხება „ტემპბანკს“, მან ამერიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაშარ ასადის რეჟიმს ნაღდი ფულის სახით მილიონობით დოლარი გადასცა და სირიის რეჟიმს ფინანსურ ოპერაციებში ეხმარებოდა. ასევე ის სირიის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები