რუსეთში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
“ყოფილ სამხედრო ნაწილში უკანონოდ შევიდა ორი პირი, მოხდა აფეთქება. ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა“, – განაცხადეს ადგილობრივ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.
დაღუპულები 22 და 24 წლის მამაკაცები არიან. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები