ობამამ ხელი მოაწერა 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული. კანონპროექტში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველო შეერთებული შტატების მეგობარია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. საქართველო მონაწილეობს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში, რითიც მსოფლიოში მშვიდობის დაცვაში თავისი წვლილი შეაქვს. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს რუსეთის მეირ აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია სამხედრო ბიუჯეტის კანონში.
შეერთებული შტატების 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები