აზერბაიჯანში დევნილებს და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად ცხრა სამართალდამცველი დაშავდა

აზერბაიჯანის ქალაქ ბილასუვარში დევნილებს და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ცხრა სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. სამი დევნილი დაკავებულია.
აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინფორმაციით, ბილასუვარში დევნილები ჯებრაილის რაიონის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლება მოითხივეს. ამის შემდეგ ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციის ქვედანაყოფები გააგზავნეს, თუმცა აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. დაზიანდა პოლიციის  ავტომობილიც.
აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა შეხლა-შემოხლის დროს, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები