შოტლანდიას შტორმი „ბარბარა“ დაატყდა თავს
შოტლანდიას შტორმი „ბარბარა“ დაატყდა თავს. ამან ელექტროენერგიის გათიშვა, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება და სკოლების დახურვა გამოიწვია.
შოტლანდიის ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე 146 კმ/სთ-ს შეადგენდა.
ედინბურგში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საათით წმინდა ენდრიუს მოედანი და ატრაქციონების პარკი, ასევე შოტლანდიური ბაზარი დაიხურა.
სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, შტორმები „ბარბარა“ და „კონორი“ შოტლანდიის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდება, აგრეთვე ის ჩრდილოეთ ირლანდიის, ასევე ინგლისის და უელსის ჩრდილოეთ რაიონებსაც შეეხება.