აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ეგვიპტესა და იორდანიაში წასვლას არ ურჩევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტესა და იორდანიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეგვიპტეში ტერორისტულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. ერთ-ერთი ტერაქტი კოპტების ეკლესიაზე განხორციელდა, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება იორდანიას, იქ ამერიკის უწყების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტებს გეგმავს.
იორდანიის ხელისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქვეყანაში შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები