გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის მოსახლეობას შობის დღესასწაულებზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია საშობაო დღესასწაულებზე „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მიერ შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
„გამოძიების ფედერალურ ბიუროს აქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტები ამერიკულ ეკლესიებში ტერაქტების მოწყობისკენ მოუწოდებენ. ამ შემთხვევაში ფედერალური ბიურო სიტუაციას აკვირდება და საფრთხის დონეს შეისწავლის“, – წერია FBI-ის განცხადებაში.
ბერლინში  მომხდარი ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკის, ჩიკაგოს და სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები